Tuesday, September 8, 2015

tტრენინგის მეოთხე დღის დასაწყისში ჯერ განვიხილეთ  პროექტის მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შემდეგ ვისაუბრეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, ვენისა და KWL  დიაგრამები, შემდეგ პრაქტიკულად ვივარჯიშეთ და შევქმენით  ნიმუშები, შევაჯამეთ ტრენინგი და მოგვეცა მომდევნო დღის დავალებები.

Sunday, September 6, 2015

      დღეს  ინტელის ტრენინგის ,,პროექტებით სწავლების'' მესამე დღეა. დასაწყისში ტრენინგკურსის მსმენელებმა წარმოადგინეს თავიანთი პუბლიკაციები.განიხილეს და შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ საუბარი იყო ესგ მიზნებზე, 21-ე საუკუნის უნარებიდან სამი მიზნის შერჩევასა და ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო უნარების გათვალისწინებით  ჩვენი პროექტის მიზნების სწორად ჩამოყალიბებაზე.
    ვისაუბრეთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტისათვის საჭირო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. საკმაოდ რთული სამუშაოა, რადგან სწორად გაწერილ მიზნებზეა დამოკიდებული პროექტის წარმატებით განხორციელება, მაგრამ სირთულის მიუხედავად, მგონი, კარგად გავართვი ყველაფერს თავი