პროექტი "წიგნი თუ კომპიუტერი?"
- პროექტის სახელწოდება: ''წიგნი თუ კომპიუტერი?"
- პროექტის მთავარი იდეა: ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს წიგნების კითხვის ჩვევა; ვასწავლოთ კომპიუტერის გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის;
- პრობლემის აქტუალობა: დღევანდელ დინამიურ ცხოვრებაში კოპიუტერის როლი განუზომელია. თუმცა ბავშვებიკომპიუტერთან მხოლოდ დროს ფლანგავენ, ძირითადად სასტიკ თამაშებს თამაშობენ, რომლებიც მხოლოდ აგრესიას აყალიბებს ბავშვებში და მათ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ამავდროულად ბავშვები ძალიან დაშორდნენ წიგნებს, აღარ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას რაც პირდაპირ აისახება მათი წიგნიერების დონეზე.
- პროექტის მიზნები: ბავშვებში წიგნის კითხვა ჩვევად ვაქციო, ბავშვს წიგნის კითხვის შინაგანი მოტივაცია გავუღვივო;ვასწავლო როგორ შეიმუშაონ კომპიუტერთან მუშაობის დროის ლიმიტი,კომპიუტერი როგორ აქციონ სახალისოდ და სასარგებლოდ; პარალელურად ჩამოვუყალიბო კვლევითი უნარ– ჩვევები.
- მონაწილეთა ასაკი: 12–15 წელი.
- ვადები: 21 მარტიდან 15 ივნისამდე.
- მოსალოდნელი შედეგები: ბაშვები სკოლის მასშტაბით თანატოლებში ჩაატარებენ გამოკითხვას და ჩამოუყალიბდებათ სწორი შეხედულებები წიგნისა და კომპიუტერის საგებლობის შესახებ.
- რესურსები: ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული წიგნები,ინტერნეტი.ადამიანური რესურსები: კომპიუტერების მენეჯერი, ქართული და რუსული ენების მასწავლებლები.
- მსვლელობა: 1). მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინფორმაციას ჟურნალ–გაზეთებსა და ინტერნეტში, თუ რა ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრლივი ჯდომა მოზარდის ჯანმრთელობას და რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით მათ ასაკში მათ ფსიქიკაზე; მოძიებული მასალების საფუძველზე გამართავენ დისკუსიას. 2).მასწავლებლების მიერ წინასწარ შერჩეული წიგნების ჩამონათვალიდან აირჩევენ მათთვის საინტერესო წიგნებს და კვირაში ერთს მაინც წაიკითხავენ.ერთმანეთს გაუზიარებენ წიგნებს საკუთარი ბიბლიოთეკიდან. მოახდენენ ყველაზე რეიტინგული წიგნის განხილვას. ინტერნეტში მოძებნიან სიახლეებს წიგნებზე.
- საგნებთან კავშირი: ჰუმანიტარული საგნები,ისტ.
- პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან დუმბაძე
- ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: dadu.ist@gmail.com.
- პროექტის ვებ–გვერდი: www.daduproject.blogspot.com

